Tuesday, July 18, 2017

18.07.17
დღე მერვე

  • გავიხსენეთ შეფასების ხუთი მიზანი
  • შევამოწმეთ და შევასწორეთ სასწავლო პროექტისგეგმა
  • მასში შევიტანეთ ბეჭდური და ინტერნეტ-მასალები
  • გავეცანით სასწავლო პროექტის ჩეკლისტს
  • ტრენინგის თითოეულმა მოსწავლემ გავაკეთეთ ჩვენი ნაშრომების პრეზენტაცია

          დიდიმადლობა,ქალბატონ მანანას, მეტად კვალიფიციურ, საინტერესო და კეთილშობილ პიროვნებას ასეთი საინტერესო კურსის მოსმენისათვის. 
          მადლობა ინტელის პროექტის ხელმძღვანელობას.

Monday, July 17, 2017

17.07.17
დღე მეშვიდე
დღეს ნაყოფიერად ვიმუშავეთ.
ვისწავლეთ საქაღალდეების ვერტიკალურად წარმოდგენა.
კითხვარების შედგენა.
პროექტის  სტანდარტებში ჩავამატეთ 21-ე საუკუნის უნარები.
ვისწავლეთ წინარე ცოდნის ჩამატება.
წავიკითხეთ პროცედურები და შევუფასეთ ერთმანეთს.
შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების გრაფა.

Thursday, July 13, 2017

13.07.17
დღე მეშვიდე. გავეცანი მოსწავლეთა დიფერენცირებას მეექვსე მოდულში.
გავეცანით გარდნერის თეორიას მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ.
შევქმენით მოსწავლეთა დიფერენცირების კითხვარი.
გავეცანით მოსწავლეთა მხარდამჭერ დოკუმენტებს.
შევქმენით ხარაჩო.
დავამატეთ ვიდეო-ინსტრუქციების საიტი.
ბლოგზე შევქმენით გვერდები.

Tuesday, July 11, 2017

11.07.17
დღეს ვიმუშავეთ მოსწავლეთა  პრეზენტაციის შეფასების რუბრიკებზე. ვისწავლეთ კონსტრუქციული უკუკავშირის მნიშვნელობა, გავაზიარეთ ერთმანეთის ნაშრომები და ვისწავლეთ კომენტარების გაგზავნა და რედაქტირება. დღევანდელმა ტრენინგმა ნაყოფიერად ჩაიარა.

Thursday, July 6, 2017

დღე მეხუთე. 06.07.17

პრეზენტაციის შექმნა Power Point-ის მეშვეობით

შევიტანეთ პროექტის სათაური
განვიხილეთ  პროექტის მსვლელობა
გავაანალიზეთ ფაქტები და აღმოჩენები
ავაგეთ დიაგრამა
გავაკეთეთ დასკვნები
ვიმუშავეთ რჩევებსა და რეკომენდაციებზე
ვიმუშავეთ საავტორო უფლებებზე და შევქმენით ციტირებული დოკუმენტი
ავტვირთეთ სურათები
დღეს მშვენივრად მოვირგეთ მოსწავლეთა როლი

Tuesday, July 4, 2017

დღე მეოთხე

გავეცანით შეფასების სტრატეგიებს, ავარჩიეთ მეთოდები და ინსტრუმენტი. მნიშვნელოვანია ცოდნა იმისა,რომ მეთოდს დაესმის  კითხვა - როგორ?   ხოლო ინსტრუმენტს-რითი?  ვისწალეთ ბლოგზე  მუშაობა და რეფლექსიებზე გავაკეთეთ კომენტარები.
მესამე დღე.  გავეცანი სასწავლო პროექტის დაგეგმვას მე-2 მოდულის მიხედვით, ბლუმის ტაქსონომიას და ამის გათვალისწინებით- ჩემი საგნის სტანდარტების გეგმას, რომელიც გამოვიყენე მისაღწევი შედეგისათვის. ვიმუშავე ზოგად, თემატურ და შინაარსობლივ კითხვებზე.

Thursday, June 29, 2017

პროექტის  მეორე  დღე  იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული. შევქმენით და ავტვირთეთ პროექტის შინაარსი, ავტვირთეთ სურათები და შევინახეთ დრაივზე.

Saturday, June 24, 2017

პირველი დღე

24.06.17

რეფლექსია

ტრენინგის პირველი დღე ძალიან საინტერესო იყო.  დავიწყეთ პროექტის შექმნაზე მუშაობა, შევქმენით ბლოგი და მომავალი ტრენინგისათვის მივიღეთ დავალება.